ირაკლი კუპრაძე - ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხეს ყველა, ჭიჭიკო და ბიჭიკო, მაგრამ არა ის პირები, რომლებსაც ღარიბაშვილმა ბრალი დასდო, რატომ არ გამოკითხეს კობახიძე და მდინარაძე? ღარიბაშვილ-კობახიძის ურთიერთბრალდებებში ორივე მართალია

„ქართული ოცნება“ 13 წლის განმავლობაში გენიოსებად, ტიტანებად და მესიებად გვასაღებდა სხვადასხვა ადამიანს, ბოლოს კი ყველა ჩარეცხა - ყველა ძირითადი ჩინოსანი დაჭერილი ჰყავთ. მეორე ნაწილზე, რომელიც დაჭერილი არ ჰყავთ, უბრალოდ, ჯერ ივანიშვილს გული არ აუცრუებია, თორემ ყველაზე იქნება სავარაუდოდ, კორუფციული საქმეები, რადგან ყველა გასვრილია მძიმე კორუფციულ სქემებში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

კუპრაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა სრული განუკითხაობაა.

„ქართულ ოცნებაში“ განუკითხაობაა, ამ „ერთობას“ ერთი კაცის გარშემო არ ჰყავს არც პატრონი და არც მორალური კომპასი აქვთ. უმძიმესი დაპირისპირებაა მხოლოდ ძალაუფლებისთვის და ფულისთვის. როცა ვიღაცა უფრო მეტ ოქროს ზოდს მოიპარავს, ვიდრე ღარიბაშვილმა და ნაკლებად გაუყოფს პარტიას და ერთმანეთს შორის, შემდეგ იწყება დაპირისპირებები. რომელი საკადრო გადაწყვეტილება იყო მათი მხრიდან სწორი? 13 წლის განმავლობაში ეს პარტია გენიოსებად, ტიტანებად და მესიებად გვასაღებდა სხვადასხვა ადამიანს - ღარიბაშვილი, გახარია, ბახტაძე, დღეს კობახიძე - და ყველა ჩარეცხა სხვადასხვა დროს. თურმე ლილუაშვილზე საქართველოს უსაფრთხოება იდგა და მოღალატე და ჯარის მძარცველი იყო. ღარიბაშვილზე იდგა თურმე საქართველოს სუვერენიტეტი, დავითგარეჯი და ამ დროს ჩამოიშალა და ჩავიდა კორუფციამდე, ყაჩაღობამდე და წარმოუდგენელ ამბებამდე. ყველა თანამდებობის და ძირითადი ჩინოსანი დაჭერილი ჰყავთ. მეორე ნაწილზე, რომელიც დაჭერილი არ ჰყავთ, უბრალოდ, ჯერ ივანიშვილს გული არ აუცრუებია, თორემ ყველაზე იქნება სავარაუდოდ, კორუფციული საქმეები, რადგან ყველა გასვრილია მძიმე კორუფციულ სქემებში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ურთიერთდაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის არსებულ „კამათსა და ბრალდებებში ორივე მართალია.“

„ჩემი აზრით, კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის ამ კამათსა და ბრალდებებში ორივე მართალია. კობახიძე მართალია, როცა ღარიბაშვილს კორუფციაში დებს ბრალს და ღარიბაშვილი მართალია, რასაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებს. ახლა გაუჭირდათ, გზები გაიყო და ამიტომაც დააყენეს საჯარო ბრალდებების კორიანტელი, თორემ ჩემი აზრით, ერთმანეთთანაც მართლები არიან ურთიერთბრალდებებში - ამ ბრალდებებს კიდევ უფრო მეტი სახე მიეცემა, ჯერჯერობით კიდევ ინდობენ ერთმანეთს, რადგან შერიგების და მოლაპარაკებების იმედი აქვთ. ღარიბაშვილმა ბევრად მეტი უნდა თქვას იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს არამხოლოდ პარტიას, არამედ ერთად რაც ჩაიდინეს - მას საკუთარი თავის მხილებაც მოუწევს, მაგრამ ის ვალდებულია ეს თქვას, თუ უნდა, რომ გადარჩეს“, - განაცხადა კუპრაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, რომელიც, მათ შორის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს შეეხებოდა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „როცა მსგავს განცხადებას აკეთებს ყოფილი პრემიერი, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ისინი არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, მათ მხოლოდ პროპაგანდის წარმოება უნდათ, რომ თურმე არაფერი არ ხდება და არავინ არაფერი იცის“.

„ღარიბაშვილი რეალურად ბრალს დებს, რომ თვითმკვლელობის საქმეებთან კავშირში არიან კობახიძე და მდინარაძე, ან ინფორმირებულები არიან - წერილიდან ეს იკითხება, სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია. თუმცა ამ 13 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში გახშირდა საჯარო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა, ციხის უფროსმა სუიციდთ დაამთავრა სიცოცხლე - თან ყველა ისეთი შემთხვევაა, როცა, საჯარო ინფორმაციების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ უწყებებში რაღაც ხდებოდა. ბევრი ამბავი ხდება და ამ დროს ამაზე პასუხები არ არსებობს.

რატომ არ გამოკითხეს კობახიძე და მდინარაძე? მთავარი ამბავი ის არის, რომ არსებობს ბრალმდებელი და ის, ვისაც ბრალი დასდო. ბრალმდებელი არის ღარიბაშვილი და ბრალი დასდეს და ეჭვი გამოთქვეს ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიმართ. ეს ამ წერილიდან იკითხება - ამ დროს გამოკითხეს ყველა, ჭიჭიკო და ბიჭიკო, მაგრამ არ გამოკითხეს ის პირები, რომელთაც ბრალი დასდო ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თავისივე გუნდის წევრმა. ამ დროს კი ბრალდადებული ორი პირი - კობახიძე და მდინარაძე არ გამოკითხეს, ეს არცერთ სტანდარტში არ ჯდება. მხოლოდ ერთი დასკვნაა - ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შემდეგ მათ პროპაგანდისტულ არხებზე ეს კომენტარები გამოეტანათ, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი ბუნებრივად ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე - ამისთვის ჩაამწკრივეს ეს პოლიტიკოსები მაგისტრატ მოსამართლეებთან, რომ ეს ეთქვათ. როცა მსგავს განცხადებას აკეთებს ყოფილი პრემიერი, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ისინი არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, მათ მხოლოდ პროპაგანდის წარმოება უნდათ, რომ თურმე არაფერი არ ხდება და არავინ არაფერი იცის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას, კუპრაძის შეფასებით, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისია და მამუკა მდინარძე „გემს მიღმა“ აღმოჩნდა.

მამუკა მდინარაძე იქცა ერთ-ერთ კომიკურ პერსონაჟად და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც ასეთივე ფორმით არის. ეს ცნობილი ფრაზა, რომ „ოჯახს მეტი დრო უნდა დაუთმოს“ ან „სასწავლებლად მიდის სადღაც უცხოეთში“ კომიკურია ქართულ პოლიტიკაში. „ოცნებაში“ ნდობის კრიზისია და იქ არსებული პოლიტიკური სახეები, მათ შორის ერთი პირი, რომელიც მთლიან „ანტიქართულ ცნებას“ მართავს, სრულ უნდობლობაშია გუნდის სხვადასხვა წევრთან. ასევე გამოაშკარავებულია ბევრი დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სავარაუდოდ ერთმანეთს ფული არ გაუყვეს და არ შეავსეს „ანტიქართული ოცნების“ ბიუჯეტი.

ივანიშვილის გონებაში ჩახედვა ძალიან რთულია - ვის რას პატიობს და როგორ, თუმცა აღმოჩნდა, რომ არავის არაფერს შეარჩენს, განსაკუთრებით თავის გუნდში. ამიტომ, პროგნოზის გაკეთება, სად აღმოჩნდება მამუკა მდინარაძე, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდინარაძე აღმოჩნდა გემს მიღმა, ის გააძევეს და გააგდეს“, - განაცხადა კუპრაძემ.

ამასთან, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რიგი ოპოზიციური პარტიების ფლანგზე დაპირისპირება იქცა დაუსრულებელ ჭირად.

„ირონიულად ვიტყვი - მიუხედავად საქმის აღქმისა, ვისაც ოპოზიციურმა აქტორებმა მაინც მოასწრეს ერთმანეთში ჩხუბი ამ ზაფხულს, თუმცა „ლელოს“ ამისთვის არ გვეცალა და რეგიონებში ძალიან ბევრი ვიმოძრავეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ბევრ მოქალაქეს და ამომრჩეველს შევხვდი, რომლებიც გულშემატკივრის პოზიციიდან არიან მომართული, მათ შორის კრიტიკოსებსაც ვესაუბრეთ. ხელისუფლების მხარდამჭერები ძალიან იშვიათად მხვდებიან.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან სჭირდებათ საქმეზე საუბარი, კომპეტენციის ჩვენება. რამდენიმე შეხვედრაზე ითქვა, რომ „პოლიტიკოსებმა დაანებეთ ერთმანეთზე საუბარს თავი, ილაპარაკეთ ჩვენზე“. „ლელო“ ვცდილობთ, რომ ამ გზავნილს გავყვეთ.

რიგი ოპოზიციური პარტიების ფლანგზე დაპირისპირება იქცა დაუსრულებელ ჭირად. თუ პოლიტიკოსი და ოპოზიციური პარტია დღის წესრიგს არ ქმნის მას მხოლოდ ერთი დარჩენია: დაჯდეს სახლში, დაწეროს პოსტი და ლანძღოს სხვა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი