კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი

გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე - გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას [ირაკლი ღარიბაშვილს], რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს საპატიმროდან.

მისივე თქმით, ბევრი სირთულე გამოიარეს ერთად და ბევრ გამოწვევას უპასუხეს.

„გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ადამიანურად ნამდვილად გული მწყდება. 2012 წლიდან ერთად მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი. 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი სირთულე გამოვიარეთ, გამოწვევას ვუპასუხეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დასმულ კითხვას, კალაძე აღნიშნავს: „პოლემიკასა და სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ“. „ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერია, რომელიც თავისი პატიოსნებით და პროფესიონალიზმით, შემართებით ღირსეულად უძღვება საქმეს. მინდა წარმატება ვუსურვო. ჩემი მხრიდან თუ რაიმე დამატებითი არის საჭირო გვერდში დგომა, თანადგომა, მზად ვარ ხელი შევუწყო ამ ადამიანს. ის არის უპატიოსნესი, ღირსეული ადამიანი“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი