კახა კალაძე - არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფებია და რა ინტერესები აქვთ - ერთი რამ ცხადად იკვეთება, არის მცდელობა, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით და სპეკულაციებით ხელისუფლება დააზიანონ

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის და აწ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერში დავით გარეჯის თემაზე გაკეთებული განცხადებები სპეკულაციურია, რომლის მიზანი ხელისუფლებისთვის ტალახის სროლაა.

კალაძის თქმით, არის მცდელობა იმისა, უსაფუძვლო ბრალდებებით და სპეკულაციებით ხელისუფლება დააზიანონ.

„აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. ეს ამ საუბრიდანაც იკვეთება, როცა მეტრები და კილომეტრები ვერ გაურკვევიათ და ვერ გაუგიათ, რაზეა საუბარია. არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რათა ხელისუფლება დააზარალონ, ჩირქი მოსცხონ, თუმცა საზოგადოებაში არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და ტალახის სროლა ხელისუფლების მიმართ.

არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფებია და რა ინტერესები აქვთ - ერთი რამ ცხადად იკვეთება, რომ არის მცდელობა იმისა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებით და სპეკულაციებით ხელისუფლება დააზიანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში