რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ პაკ ტე სონგმა ორი ქვეყნის საზღვარზე, მდინარე ტუმანნაიაზე გამავალი საავტომობილო ხიდი გახსნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ ვიდეო კონფერენციის საშუალებით გახსნეს ხიდი, რომელსაც „წითელი არმიის ოფიცრისა და ჩრდილოეთ კორეელი შრომის გმირის, იაკოვ ნოვიჩენკოს სახელი ეწოდა“.

პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მონაწილეობით მოეწერა. 2025 წლის აპრილში კი მიშუსტინმა და პაკ ტე სონგმა სამშენებლო სამუშაოებს ჩაუყარეს საფუძველი.

ორზოლიანი ხიდის სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია. ახალ საავტომობილო ხიდზე სატრანსპორტო საშუალებები მთელი წლის განმავლობაში იმოძრავებენ.

ამასთან, პარალელურად აშენდა „ხასანის“ საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც, რომლის პროექტით გათვალისწინებულია მოძრაობის 10 ზოლი. რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სრულად ამოქმედების შემდეგ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში 300-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისა და 2,3 ათასზე მეტი ადამიანის გატარება იქნება შესაძლებელი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ