გიორგი შარაშიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად აკეთებს „ოცნების“ საქმეს - ერთიც კორუმპირებულია და მეორეც

„ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად აკეთებს „ოცნების“ საქმეს - ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ოპოზიციურ მოძრაობასთან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე და გარეთ გამოტანილ პროცესებს სათავისოდ იყენებს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. „ოცნება“ დღეს დგას „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, კორუმპირებულები არიან. საკუთარი შიდა დაპირისპირება გარეთ გამოაქვთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ ამ გარემოებას. ერთი მხრივ, გვაქვს ლუსტრაციის პროცესი „ოცნებაში“, სადაც ვხედავთ, მოქმედი თუ ყოფილი წევრები როგორ ასმენენ ერთმანეთს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ჩვენთვის ეს ორი ძალა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთიც კორუმპირებულია და მეორეც“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ნიკა გვარამიამ მიშას რესურსზე კაპიტალიზება მოახდინა“.

„თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი