დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში გამართული შეხვედრის დროს მოსკოვში მოიწვია, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიწვევა მიიღო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა.

„ყველაფრის კომპლექსურად განხილვის მიზნით, სწორედ პუტინმა მოიწვია ფაშინიანი მოსკოვში. ფაშინიანმა მიიღო მიწვევა და განაცხადა, რომ მალე ჩამოვა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ფაშინიანის, მოსკოვში ვიზიტი მალე შედგება, ზუსტი თარიღები დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.

ამასთან, პესკოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

„სახელმწიფოთა მეთაურებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მთავარი საკითხი ყველა მხრიდან განიხილონ. ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, სომხეთის განვითარების მიმართულებისა და ორიენტაციის არჩევანს, ასევე შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარებას ეხება“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში