რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობის ნებართვას აუქმებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობის ნებართვას აუქმებს , - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა უნდა შეწყვიტოს არაუგვიანეს 18 სექტემბრისა და თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია უნდა დატოვონ.

როგორც უწყება აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვაზე საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს.

ასევე, რუსეთი გოეთეს სახელობის გერმანულ კულტურულ ცენტრებსაც ხურავს.

„გოეთეს სახელობის გერმანულმა კულტურულმა ცენტრებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობა უნდა შეწყვიტონ. მათმა თანამშრომლებმა რუსეთი უნდა დატოვონ არაუგვიანეს 2026 წლის 13 სექტემბრისა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში