მარკ რუტე 8 სექტემბერს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას , - ინფორმაციას უკრაინული მედია ნატო-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრა 8 სექტემბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

„რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ: ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.

შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ