გიორგი ლილუაშვილი - ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო - 8 საათი ვაძლევდი ჩვენებას და სამ გვერდამდე შეამცირეს

ლაზარე ჯორბენაძე სასულიერო პირი იყო და მისთვის თვითმკვლელობა ყველაზე საშინელი რამ იყო, ასეთი ადამიანი თავს იკლავს 4 აპრილს, ლაზარეს შაბათს? როგორ წარმოგიდგენიათ? , - ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი ლილუაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძე არა თუ სიკვდილზე ფიქრობდა, ერთი სული ჰქონდა როდის მოხვდებოდა პარლამენტში.

„სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო, რომ ეს ყველაფერი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, სამართლებრივად და კანონმდებლობით გაესწორებინა. ზურაბ ჯორბენაძეს პარტიიდან დავალებული ჰქონდა პროკურატურისა და სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების საკითხი და ამაზე მუშაობდა, უამრავი საქმე ჰქონდა. ასევე ეკლესიების მშენებლობაზე იყო გადასული, არაერთი ეკლესია აქვს აშენებული. სასულიერო პირი იყო და მისთვის თვითმკვლელობა ყველაზე საშინელი რამ იყო და ასეთი ადამიანი თავს იკლავს 4 აპრილს, ლაზარეს შაბათს? როგორ წარმოგიდგენიათ?“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

გიორგი ლილუაშვილის თქმით, როდესაც ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა, ბოლოს გამომძიებელმა ზემდგომ პროკურორს მისი ჩვენება აჩვენა, ხოლო მან ჩვენებიდან ძირითადი ნაწილი ამოიღო.

„დიღომში, პოლიციის სამმართველოში დამკითხეს, 8 საათი ვაძლევდი ჩვენებას. გამომძიებელზე მინდა ვთქვა, რომ პირნათლად შეასრულა[მოვალეობა], რაც ვუთხარი ყველაფერი დაწერა, მაგრამ მერე როგორც თქვა, პროკურორთან და კიდევ ზემდგომ ხელმძღვანელებთან ათანხმებდა ამ ჩვენს დაოქმებულ მონაცემებს. იმათ[თქვეს], ამდენი არ გვჭირდება ჩვენო და შეამცირეს სამ გვერდამდე. ყველაფერი ამოიღეს, რაღაცებზე რომ იყოს საუბარი, ვინ ჩივის. 8 საათის განმავლობაში 3 გვერდზე მეტი თუ არ ვილაპარაკე, მაშინ აღარ ყოფილა საშველი. [ამოიღეს] მეექვსე პუნქტი, სადაც იყო დაფიქსირებული, რომ მე ლაზარე ჯორბენაძეს შევხვდი და მანქანაში ვისაუბრეთ. იქ საუბარი იყო ზუსტად იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, საპატრიარქოდან გამოტანილ ერთ ტერაბაიტიან „ფლეშკაზე“,რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით ვუთხარი, მოდი, ეს ჩავწეროთ ორი სიტყვით ამ ოქმში. მითხრა, შევუთანხმებო, მიწერა, იმათმა უთხრეს, არაო. თუ საჭირო იქნება,მერე კიდე დავიბარებთო. ოქმზე ხელი მოვუწერე და წამოვედი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენება, რომელიც მანამდე მისცეს, ყველა ასე იყო დაკორექტირებული.

ჩვენებას ვაძლევ, რასაც ვეუბნები 10 ფურცელი კი არა 100 ფურცელი რომ ყოფილიყო, უნდა დაეწერა და გაერჩიათ. სატირალია, ზურაბ ჯორბენაძე სწორედ ამ გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს ამხელდა. რასაც იძახდა მართალი ყოფილა. ზურაბ ჯორბენაძეს დიდი მედალი ეკუთვნის“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი