ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს

აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეს სექტემბერი და ოქტომბერი გვაქვს, რათა მოლაპარაკებებისთვის გზა ვიპოვოთ. დიალოგის გარეშე შედეგი ვერ გვექნება. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ცივ ზამთრამდე მოლაპარაკებების დასაწყებად გზა იპოვოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ ნებისმიერი დიპლომატიური პროცესის მიმდინარეობისას სამხედრო ძლიერება უნდა შეინარჩუნოს.

ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა ბრძოლის ველზე იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე.

ზელენსკის განცხადებით, პუტინი იმედს ამყარებს იმაზე, რომ ზამთარში უკრაინას საკმარის ზიანს მიაყენებს, რათა კიევს დათმობებზე წასვლა აიძულოს.

„რუსეთი ნამდვილად ფიქრობს, რომ ეს ზამთარი დაეხმარება, რათა ჩვენი გატეხვა შეძლოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ