უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მე შეგნებულად მივიღე. არ მინდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენონ. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება“, - წერს კრავჩენკო.

მანამდე, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად. საუბარი იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში ჯგუფის მონაწილეობაზე. გამოძიების ფარგლებში დააკავეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სერგეი კროპივა, რომელიც თაღლითური სატელეფონო ცენტრების მფარველობაშია ეჭვმიტანილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ დეტექტივებმა დააფიქსირეს კროპივასა და გენერალურ პროკურორს შორის 2026 წლის 4 მარტის საუბარი, საიდანაც ირკვევა, რომ კროპივა „გენერალური პროკურორის მფარველობის ქვეშ იმყოფება“. პროკურორის მტკიცებით, სწორედ ამით აიხსნება რატომ ჰქონდა მას „ფართო უფლებამოსილებები“. კრავჩენკომ განაცხადა, რომ უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ