ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი -  აშშ-ის ეკონომიკურ ომს საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ

ირანი შეერთებულ შტატებს „ეკონომიკური ომით“ ემუქრება და აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდებისკენ მოწინავე რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლამური რესპუბლიკა პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს სპარსეთის ყურეში ახალ შეზღუდულ ზონას, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების დერეფნის ახალ რუკებთან ერთად, თუმცა გაურკვეველია, როდის გახდება დეტალები ცნობილი.

„ახალი შეზღუდული ზონა დაიწყება იქიდან, სადაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბლოკადა იწყება და გავრცელდება სპარსეთის ყურის ტერიტორიებზე“, -განაცხადა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ კვირას და დასძინა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ტერიტორიაზე შევა, ირანის სანქციების სიაში მოხვდება.

მოჰსენ რეზაიმ დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ირანის ახალი რაკეტებისგან მკაფიო გაფრთხილება მიიღო.

„ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ირანის ახალი რაკეტებისგან მკაფიო გაფრთხილება მიიღო. ეკონომიკურ ომს სპარსეთის ყურის გასწვრივ ბლოკადის პერიმეტრამდე, საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ. აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა და ბაზების მიმართ ოპერატიული მიდგომა ძირეულად შეიცვალა“, - აღნიშნა რეზაიმ.

Reuters-ი წერს, რომ რეზაიმ, სავარაუდოდ, ყასემ ბასირის ბალისტიკურ რაკეტა იგულისხმა, რომელიც ირანული მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტის მახლობლად აშშ-ის სამხედრო ხომალდების მიმართულებით გაისროლეს. აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, მისმა სამხედრო გემებმა ყველა სარაკეტო შეტევა აიცილეს თავიდან.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა