სალომე ზურაბიშვილი გია ბარამიძის დაკავებაზე -  პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის?! - მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს

მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გია ბარამიძის სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებაზე განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ოთარ ფარცხალაძის სახით

„ოფიციალური მოღალატე“ ჰყავს.

„არ ვიცი, რას უკავშირდება გია ბარამიძის დაკავება. არაფერს არ უკავშირდება, წარმოუდგენელია ასეთი რამ. ჰყავთ ამათ ოფიციალური მოღალატე, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც იყო მათი გენერალური პროკურორი. ეს გაარკვიონ, როგორ იყო გენერალური პროკურორი. როცა ამერიკელებმა თქვეს, რომ ფარცხალაძე KGB-ს აგენტი ყოფილა და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებიო, („ქართულ ოცნებაში") ყველამ დაიწყო ყვირილი, დაწყებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარით, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ეს მტკიცებულებები და ჩვენ უნდა შევაფასოთო. აქ, კი, რაღაც ნათქვამზე, ისტორიულ საკითხზე, რომელიც არაფერთანაა კავშირში, მოღალატეობაზე საუბრობენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, აბა, რა არის?!". განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ