ირაკლი კობახიძე ირანის ელჩის განცხადებაზე - ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს - ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ალი მოჯანის საპასუხო განცხადებას.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რაიმე ექნებათ სათქმელი ირანის ელჩთან, ამას გააკეთებენ არა საჯარო განცხადების სახით, არამედ ორმხრივ რეჟიმში თავად ელჩთან ისაუბრებენ.

„ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა - თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გეგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რამე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, რა თქმა უნდა, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მ 27 ირანული ავიაკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგანაც ნაწილი საქართველოსა და ირანს შორისაც დაფრინავს. მოგვიანებით, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ავიაციის სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში ირანის ელჩმა აღნიშნა, რომ პატივს სცემენ საქართველოს გადაწყვეტილებას, მაგრამ „არჩევანს.თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს.თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“, - განაცხადა ირანის ელჩმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში