„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილებები ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას, თუკი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანების და საურავების სრულად გადახდას, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა - პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, 300 ლარი იქნება. საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება. შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით. ასევე ზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში, ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება.

როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ამნისტია 13 500 მეწარმეს შეეხება. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 43 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად