სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება.

„აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები