ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა. ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრესსამსახურის თანახმად, ეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

შეხვედრას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პლატფორმა X-ზე. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

“ნიუ-იორკში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა