დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მოსკოვში ჩასვლას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე პუტინთან მოლაპარაკებებში მიეღო მონაწილეობა.
ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო. გამოცემის წყაროების ცნობით, რომლებმაც იციან უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია, ტრამპის მიერ ამ საკითხის წამოწევა ზელენსკის აღიზიანებდა.
თეთრმა სახლმა Bloomberg-ის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა, არ უპასუხა.