ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის წერილზე - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით - არანაირი რესურსი არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების,  არ უყვართ ქვეყანა და ამის შედეგია, რომ ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას

ერთადერთი საინტერესო პაატა ბურჭულაძის განცხადებაში არის სწორედ ეს პასაჟი - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული, პაატა ბურჭულაძის წერილი შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიციას არც ქუჩის და არც არჩევნების რესურსი არ გააჩნია.

„ერთადერთი საინტერესო პაატა ბურჭულაძის განცხადებაში არის სწორედ ეს პასაჟი - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით. არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების. ხან არჩევნებზე საუბრობენ, ხან ქუჩაზე, სინამდვილეში იქაც და იქაც არიან წარუმატებლები. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ არ აქვთ პრინციპები, მათ არ უყვართ ქვეყანა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მომღერალმა, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ 4 ოქტომბერს "ოცნების" „გადარჩევნები“ ჩაატარეს, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

ბურჭულაძე თავის წერილში რიგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ახსენებს, რომ „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

„ვიღებ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ, რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“, - წერს ბურჭულაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში