მისი [პაატა ბურჭულაძის] განცხადება დასტურია იმისა, რომ საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან, რომელსაც, სხვათა შორის, მხარს უჭერდნენ გარედან - რაც შეეხება შიგნით ოპოზიციაში გარჩევებს, ეს ყველაფერი არის წარმოსახვითი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ციხიდან გამოგზავნილ წერილზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბერს „სექტა მზად იყო საქართველოში 1990-იანი წლები გაემეორებინა, დაემხო ხელისუფლება და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყო“.
„კარგია ასეთი განცხადებები, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთ აღიარება ამ გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ. ახლა, რომ თავს აცოდებენ საზოგადოებას, რომ არაფერი ვიცოდით და რომ თითქოს შემთხვევით აღმოჩნდნენ სცენაზე და ორგანიზატორებში, ამ ადამიანებმა 7 000 ქართველი აიყოლიეს. 4 ოქტომბერს ჩვენ, საქართველოს დაახლოებით 7 000 მოქალაქე - ექიმი, სტუდენტი, მასწავლებელი, იურისტი მივიდა, რომელიც მზად იყო სისხლი დაეღვარა იმ დღეს და ყოფილიყო სამოქალაქო ომი. ამ მზაობით მივიდა იქ 7 000 ადამიანი. სწორედ ეს არის ის სექტა, რომელზეც მე ვსაუბრობ, რომელიც მზად იყო საქართველოში 1990-იანი წლების გაემეორებინა, დაემხო ხელისუფლება და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყო. აი, ამ მზაობით ჩვენი 7 000 თანამოქალაქე მივიდა, გაწირა საკუთარი სამშობლო არეულობისთვის, აქედან 20-30 ადამიანი დაკავებული და ამაზეც პასუხი აგონ.
დასტური არის მისი განცხადება იმისა, რომ საქმე გვქონდა ხელისუფლების დამხობასთან, რომელსაც, სხვათა შორის, მხარს უჭერდნენ გარედან და პირდაპირ განცხადებები ვნახეთ ჩვენ, მანამდე ევროკომისიის მხრიდან - მხარი დაუჭირა დანიშნულ დამხობის აქციას და დამხობის მცდელობის განმავლობაში პირდაპირ ბრიუსელიდან „ტვიტერზე“ იდებოდა გამამხნევებელი მოწოდებები. პრეზიდენტის სასახლეში რომ შეჭრა მინდოდა, პარალელურად, რასა იუკნევიჩიანეები და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლები ამხნევებდნენ, „მიდით, ქართველებო და არიეთ თქვენი ქვეყანაო“.
„რაც შეეხება შიგნით ოპოზიციაში ამ გარჩევებს, ეს ყველაფერი წარმოსახვითი არის, ეს არის ერთი დიდი საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ჯგუფი“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, მომღერალმა, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ 4 ოქტომბერს "ოცნების" „გადარჩევნები“ ჩაატარეს, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.
ბურჭულაძე თავის წერილში რიგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ახსენებს, რომ „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.
„ვიღებ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ, რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“, - წერს ბურჭულაძე.