რუსებმა ხარკოვის სალტოვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სახლის ორი სართული დაინგრა.
ხარკოვის რეგიონული- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულ ბავშვებს შორის არიან 12 და 3 წლის გოგონები და 8 წლის ბიჭი. წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის კიევის რაიონსაც დაარტყეს.