რუსების მიერ დნიპროში ბიზნესცენტრზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა დნიპროს ცენტრში ბიზნესცენტრს დღეს დილით დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
რუსების თავდასხმის შემდეგ მაშველებმა ბიზნესცენტრის შენობიდან 47 ადამიანი გამოიყვანეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ განჟას ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათგან ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.