უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად ჩამოვარდა.
დრონის ჩამოვარდნა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, იაცეკ გორიშევსკიმ დაადასტურა.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ დაზიანებულა.