რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში ხანძრები გამოიწვია, მათ შორის კერძო სახლებში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.

ღამით, ადგილობრივი დროით 2:44 საათზე, საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დედაქალაქსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

განგაშის გამოცხადების შემდეგ, საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები დააფიქსირეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო