პაატა ბურჭულაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებს, სადაც 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეა საუბარი.

ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ამ წერილით „ოცნებას“ ახსენებს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს და რატომ არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმური.

„შევახსენოთ „ოცნებას“, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს და რატომ არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმური.

2025 წლის 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე,ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული; ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს - სახელმწიფოს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭი ეყარა:

ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს!მიღებულია ერთხმად.

ეროვნულიკრებააცხადებს, რომე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრისგაყალბებულიარჩევნებისადასაერთაშორისოარაღიარებისშემდგომ, კონსტიტუციურადდაკარგულიაქვსლეგიტიმაცია, ამიტომ მისიძალაუფლება შეწყვეტილია!მიღებულია ერთხმად.

ეროვნული კრება აცხადებს, მშვიდობიანად, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელშიაღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების მშვიდობიანად დაცვას! მიღებულია ერთხმად.

საქართველოს ეროვნული კრება მოითხოვს იმ ექვსი პირის პასუხისგებაში მიცემას, რომლებსაც ბრალადედებათ, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის დარღვევაში:

ირაკლი კობახიძე

შალვა პაპუაშვილი

ანზორჩუბინიძე

მამუკა მდინარაძე

თეა წულუკიანი

ბიძინა ივანიშვილი

მიღებულია ერთხმად !“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც პაატა ბურჭულაძის გვერდზე გამოქვეყნდა.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" საპროტესტო აქცია - "სახალხო კრება" დაგეგმა. მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებილებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა.

რამდენიმე ადამიანმა ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები: "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა".

დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, დააკავეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე