უკრაინული მედია - რუსებმა კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე იერიში დრონებით მიიტანეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა.

რუსების დარტყმის შედეგად სასწრაფო დახმარების სამი ავტომობილი დაზიანდა.

ასევე, რუსებმა თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზეც განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ერთი დაშავდა

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა