მედია - რუსეთი უკრაინას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით უტევს, არის მსხვერპლი

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და დრონების გამოყენებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარტყმები განხორციელდა დედაქალაქის ობოლონის, პოდოლსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი. დნიპროში რუსებმა სამრეწველო ობიექტს დაარტყეს. საჰაერო ძალებმა დღეს დილით კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა დააფიქსირა. ქალაქში აფეთქებების ხმები გაისმა. ზაპოროჟიეში კი რუსებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს შეუტიეს.

უკრაინის ოლქების უმეტეს ნაწილში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია ჩართული.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.

გუშინ ღამით უკრაინელმა სამხედროებმა დააფიქსირეს, რომ რუსეთის აეროდრომებიდან Tu-160 და Tu-95 ტიპის ცხრა სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა. დააფიქსირეს ცხრა სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-160 და Tu-95-ის აფრენა რუსეთის აეროდრომებიდან.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე