ანდრეი სიბიგა - რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ მაშინვე დაარღვია, როგორც კი ის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.

“გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან, ხვალინდელ დატვირთულ ევროპულ დღის წესრიგსა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით მისაღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრე. იოჰანს ვაცნობე ხარკოვის CHP-5 ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რამდენიმე საათის წინ განხორციელებული დარტყმის შესახებ. რუსეთმა ენერგეტიკული ზავი გამოცხადებისთანავე დაარღვია”, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკრაინა მზად არის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესაჩერებლად, თუ რუსეთი მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. “კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა სრული “ენერგეტიკული ზავისთვის“, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

რუსულ ტერორს ძალისმიერი, ერთიანი და გადამჭრელი ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებათა კლასტერების გახსნითა და გაყინული რუსული აქტივების სრული გამოყენებით”, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, გერმანიის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით გამოჩენილი ლიდერობისთვის. “ეს ორმხრივად სასარგებლო პროცესია, რომელიც გერმანიის ეკონომიკას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს - ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობითა და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოებით დაწყებული, აღდგენით პროექტებში გერმანული ბიზნესის ჩართულობით დამთავრებული”, - აღნიშნა სიბიგამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე