დონალდ ტრამპი -  ვფიქრობ,  შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.

„ისინი დათანხმდნენ [ენერგეტიკულ ზავზე]. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა, არ იციან, როგორ.

„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. „პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება. ვფიქრობ, სინამდვილეში პუტინს შეთანხმება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში