ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე - სამწუხაროდ, ამ დარტყმის შესახებ პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არ მიგვიღია

ორი დღეა უკრაინას, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ზავის შესახებ განაცხადა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა თუ ზოგადად ენერგეტიკული სექტორისთვის დარტყმა არ მიუყენებია. თუმცა, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება არ გაითვალისწინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, გუშინ საღამოდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინაზე ასზე მეტი სხვადასხვა სახის იარაღით - რეაქტიული დრონებით, „კამიკაძე“ დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით - მიიტანა იერიში, ამ საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოგდებულია, თუმცა, არა ყველა.

ზელენსკის თქმით, ხარკოვში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი დაინგრა; სამაშველო ოპერაცია პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან მაშველები ნანგრევებში ხალხს ეძებდნენ. ხარკოვში, სახლზე მიტანილი ამ დარტყმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ ხარკოვში, ერთ საღამოში 41 ადამიანი დაშავდა.

„ასევე განხორციელდა განსაკუთრებით მზაკვრული ბალისტიკური დარტყმა კიევზე — ხუთი რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა. სამწუხაროდ, პარტნიორებისგან ამ დარტყმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიგვიღია. რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ დაზვერვის მონაცემები სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ წინასწარი გაფრთხილება ბალისტიკური რაკეტების შესახებ უწყობს ხელს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ზავის შესახებ განაცხადა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა თუ ზოგადად ენერგეტიკული სექტორისთვის დარტყმა არ მიუყენებია. თუმცა, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება არ გაითვალისწინა. ამ დროის განმავლობაში რუსები თავს ესხმოდნენ როგორც ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებს, ისე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და აბსოლუტურად მკაფიო სიგნალებს გზავნიდნენ, რომ არ აპირებენ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტას. მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის 19 რეგიონი აღმოჩნდა თავდასხმის ქვეშ. ჩვენი პოზიცია უცვლელია: უკრაინა მზადაა დეესკალაციისკენ მიმართული საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუმცა დეესკალაციის მისაღწევად საჭიროა რუსეთზე ეფექტიანი ზეწოლა. ომი მაშინ მთავრდება, როდესაც აგრესორი აცნობიერებს, რომ ომის გაგრძელებას ვერ შეძლებს. რუსეთზე განხორციელებული გლობალური ზეწოლა სწორედ ამას - მშვიდობის მოახლოებას - უწყობს ხელს. თუმცა, რუსეთისთვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერა, უკრაინისთვის დახმარების შეფერხება და ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად პირობების გართულება მშვიდობის დამყარებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. მშვიდობა ყველას სჭირდება. საჭიროა ძლიერი ამერიკა, ძლიერი ევროპა და ძლიერი პარტნიორები. მადლობა ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება!”- აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში