CNN - უკრაინამ Patriot-ის რაკეტების მარაგი ამოწურა

უკრაინამ Patriot-ის რაკეტების მარაგი ამოწურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის წყაროს თქმით, “ბოლო დარტყმის დროს თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს გამანადგურებელი რაკეტების უკმარისობის გამო”.

მედიის თანახმად, ბოლო თავდასხმის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით სამი ელექტროსადგური დაბომბა კიევში და ხარკოვში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდნენ. ამ დღეს კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.

ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები უმთავრდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში