ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, სავარაუდოდ, სამართალდამცველებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა - დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ და საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს