გრიგოლ გეგელია - რუსული მიზანი შესრულებულია, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის ხელაღებით მოსპობაში­ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში „რუსული მიზანი შესრულებულია“.

კერძოდ, როგორც გეგელია აღნიშნავს, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია „შეუქცევადად გაჩერებულია“, ოპოზიციონერი პროცესის აღდგენის ერთადერთ გზას „ქართული ოცნების“ და კურსის ცვლილებაში ხედავს.

„რეჟიმმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არავითარი ევროპული ინტეგრაცია აღარ არსებობდეს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის რუსული მიზანი შესრულებულია, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული. ერთადერთი, რაც პროცესის აღდგენას შეუწყობს ხელს, არის რეჟიმის და კურსის შეცვლა. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ყველა რეფორმის განხორციელება, რაც ადეკვატურ სახელმწიფოდ გადააქცევს საქართველოს; სწრაფი ტემპით ისევ ევროპული კავშირისკენ წასვლა და ნდობის აღდგენაზე ზრუნვა, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ხელაღებით გააჩანაგა და მოსპო“, - დასძენს გეგელია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს