სახალხო დამცველი „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეთა ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საქართველოს მოქალაქეობის ქონასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, ასევე, მოქალაქეობის მინიჭებისა თუ უარის თქმის საფუძვლები. ისაუბრეს ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის მანდატზე, საქმიანობასა და რეაგირების მექანიზმებზე.

მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების საკითხებითაც დაინტერესდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს