დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რუსული მხარე უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის შესაძლებლობას კიევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გარეშე.

„რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, თქვენ იცით, რომ ამერიკული მხარე აგრძელებს შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის განხორციელებას და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო მოგვარება კიევიდან იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, შეუძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს