აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით სასწავლო კურსის მიზანს ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენდა . პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობები, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები და პროფესიულ საქმიანობაში აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების გზები განიხილეს.

„კურსში მონაწილეობდნენ რეგისტრირებული ადვოკატები, რომლებიც აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ შეირჩნენ.

სასწავლო კურსი წარმოადგენდა CLDP-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის პრაქტიკის განვითარებას“, - წერია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს