გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში, რომელშიც მხოლოდ „ქოცი“ ხარობს

4 ნოემბერს გამოვა დასკვნა, რომელიც სამწუხაროდ, იტყვის, რომ ამ რეჟიმის გამო, მილიონობით ქართველმა დაკარგა ევროპული პერსპექტივა, მეტი სიმშვიდის, მეტი უსაფრთხოების, მეტი განვითარების და მეტი კეთილდღეობის შანსი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნება" იქნება, რომელმაც „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს დაეკარგა ევროპული გზა.“

„ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეკარგა ევროპული გზა, დაგვეკარგა ევროპული შესაძლებლობა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში, რომელშიც მხოლოდ „ქოცი“ ხარობს, რომელიც იპარავს მშიერი ბავშვების, ჩვენი ხანდაზმულების და ქართული ჯარის რესურსებს, მაგრამ რეჟიმი დამთავრდება და ჩვენ სწრაფი ტემპით აღვადგენთ ევროპულ გზას, რაც თითოეული ქართველისთვის ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში ოფიციალურად 2026 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს