პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის სამხედრო პოლიციამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი მაშინ დააკავა, როდესაც ის ქალაქ ლოძის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში რეზერვისტთა მომზადების კურსს გადიოდა.
დაკავებული პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეა.
გამოცემა Rzeczpospolita-ს ცნობით, ეჭვმიტანილს დაკავებისას მობილური ტელეფონები, დოკუმენტები, დიდი ოდენობით ფული და ოქრო აღმოაჩნდა.
„აღნიშნულმა პირმა პოლონეთის მოქალაქეობა გარკვეული ხნის წინ მიიღო, რის გამოც ყველა შესაბამისმა სამსახურმა ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც საჭირო იყო“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა.