გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
კერძოდ, მშვიდობის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ასაკის ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული გორის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.