The Washington Post - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს, - ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების მიწოდება არ დაუმტკიცებია.

„ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი უკრაინის მეგობარი ქვეყნებიდან იგზავნება, რაც თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ნებართვას მოითხოვს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

როგორც გამოცემა წერს, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემა აშშ-ის ოფიციალურ დადასტურებას მოითხოვს, რადგან აშშ იარაღის მწარმოებელია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეთს გადაცემის მოთხოვნაზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს, თუმცა ნებართვის დამტკიცებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ჰეგსეთი უკრაინისთვის აშშ-ის გარკვეული დახმარების დამტკიცებას განაგრძობს“, - აღნიშნეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა