გზების დეპარტამენტი - თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა - წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი გზა, რომლის ნაწილიც 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბი იქნება

თბილისის შემოვლითი გზის (წიწამური–ავჭალის 7.3-კმ მონაკვეთი) მშენებლობაზე ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-თან ხელშეკრულება გაფორმდა - წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან ხელშეკრულება გააფორმა

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს

წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა

ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს

თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა