„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ 21 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - რუსთაველის გამზირის N10-44, N1-31, კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48, N 25-53, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ფურცელაძის, პუშკინის ქუჩა N2-10, ზაქარია ჭიჭინაძის, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, სულიკო ჟღენტის, ზაალ ქიქოძის და ბესიკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა