დავით მათიკაშვილი ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრაზე - დღესაც არის მცდელობა, რადიკალებთან კულუარულად შეხვედრები მოხდეს - ვენის კონვენცია ამ ყველაფერს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას კრძალავს და ეს გასათვალისწინებელია ელჩებისთვის

ვენის კონვენცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის ელჩებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

„ჩვენ საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც გვინახავს. ვნახეთ ტურისტული რუკების გამართვისთვის აძლევდა გრანტს გიორგი კანდელაკს. საზოგადოებას კარგად წარმოუდგენია, ყბადაღებული „ნაცი", ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აპოლოგეტი გიორგი კანდელაკი, როგორ დახარჯავდა ფულს ამ ტურისტული რუკების გამართვაში. როგორც ჩანს, დღესაც არის მცდელობა, რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა მოხდეს რაღაც გარკვეული შეხვედრები რადიკალებთან. ბუნებრივია, ვენის კონვენცია ამ ყველაფერს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა