მიტროპოლიტი იობი - დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც, „ფეისბუქში“ დებენ სურათებს, ყურადღება გადატანილია იმაზე, რა მოწონება იქნება, ვინ რას იტყვის - ეს მდგომარეობა ღმერთს გვაცილებს!

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი.

„სამწუხაროდ, ერული სული შემოიჭრა ეკლესიაში. ბოლო ჟამს, სასულიერო პირები ერის კაცის დონეზე დავლენო და ერის ადამიანები ცხოველის დონეზე დავლენო, ზუსტად ეს დროა ჩვენს დროში. უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვთ ადამიანებს. დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. არადა, სასულიერო პირის სამეტყველო ენა სხვაა, უფრო მოკრძალებული უნდა იყოს, უფრო მოზომილი. დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში.

დღეს, ჩვენი სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს სურათებს, მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი, თუ რა მოწონება იქნება, ვინ რას იტყვის. „ფეისბუქში“ როგორი კომენტარები დაიწერება, ესაა მთავარი. დებს იქ თავის ფოტოებს, რაღაც სიტყვებს წარმოთქვამს და კომენტარებს ელოდება, მთელი მისი არსი, სულიერი მდგომარეობა გადასულია სოციალურ ქსელებში.

ამ დროს ღმერთი ავიწყდება. ეს მდგომარეობა ღმერთს გვაცილებს. დღეს ეშმაკი იქითკენაა მიმართული, რომ კაცობრიობა დააცილოს ღმერთს. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლები ურთიერთობა გვქონდეს სოციალურ ქსელებთან, რადგან დროს გვართმევს,“ - განაცხადა მეუფე იობ აქიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა