ირაკლი კობახიძე მანანა კობახიძეზე - მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას - ვნახე მისი განცხადება და სათაურისგან განსხვავდებოდა

მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად - არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის, თქმით, ის გაეცნო მანანა კობახიძის განცხადების შინაარს, რომელიც კობახიძის შეფასებით, განსხვავდებოდა გამოქვეყნებული სათაურისგან.

„მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და საუბარი ჰქონდა მხოლოდ ამაზე, რომ უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის იმდენად საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე ყოფილმა მოსამართლე მანანა კობახიძემ ჯერ პარტიებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისგან თვითაცილება მოითხოვა, მას შემდეგ კი, რაც აღნიშნულ შუამდლომლობაზე უარი ეთქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.აღნიშნულთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ პირველი კომენტარი „რადიო თავისუფლებასთან“ გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.“მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა", - განაცხადა მანანა კობახიძე.მისი თქმით, თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება მისი „დამოუკიდებელი ნაბიჯი“ იყო და თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო."სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მისი პოლიტიკური წარსული დაასახელა და აღნიშნა, რომ იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს. ამასთან, მანანა კობახიძემ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.„ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა