თამარ ჩერგოლეიშვილი - ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია, ვატო ყიფიანის და ბილანიშვილის დაჭერა და ფეიქრიშვილების ცემა მაგ შარს არ უშველის - გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები!

გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები! - ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს - დავით ფეიქრიშვილსა და მეორე მხრივ, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და კიდევ რამდენიმე პირს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმასაც, რომ „ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია“.

„ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია. ვატო ყიფიანის და ბილანიშვილის დაჭერა და ფეიქრიშვილების ცემა მაგ შარს არ უშველის. გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები!“ - წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში, ოღონდ სხვა საკანში ზის.

„დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა“, - განაცხადა ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, თბილისში, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა