მედია - აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმებს ამუშავებენ

აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის გეგმებს ამუშავებენ, - ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ახალი სამხედრო ოპერაცია აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყოს.

ოფიციალური პირების ცნობით, განახლებული სამხედრო მოქმედებები მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური იქნება.

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გეგმის დეტალები მიმდინარე კვირაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განიხილა.

როგორც გამოცემა წერს, ახალი იერიშების სამიზნე ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, რაკეტებისა და დრონების საცავები იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ