წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა 30 წლისაა - სამი ათწლეული უცვლელი ღირებულებებითა და უწყვეტი განვითარებით

1996 წელს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში დაარსებული წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამი ათწლეულის განმავლობაში სკოლამ გააფართოვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები, განავითარა ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო განათლების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადადგა. ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი - მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება. „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“ (Non scholae sed vitae discimus) - ეს დევიზი სკოლის საქმიანობას დაარსებიდან დღემდე განსაზღვრავს.

უსაფრთხო გარემოდან თანამედროვე განათლებამდე

გრიგოლ ბულიასა და იოსებ ხუციშვილის მიერ დაარსებული სკოლის ისტორია აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში დაიწყო. თავდაპირველად მნიშვნელოვანი იყო ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც ბავშვები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში შეძლებდნენ სწავლასა და განვითარებას. სკოლის პირველ წლებში ადგილმდებარეობის რამდენჯერმე შეცვლაც გახდა საჭირო, თუმცა განვითარება არ შეჩერებულა.

დროთა განმავლობაში სკოლამ გააუმჯობესა სასწავლო გარემო, განავითარა ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და სპორტული სივრცეები, გააძლიერა უცხო ენების სწავლება და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას მეტი ყურადღება დაუთმო.

განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი 2018 წელს დადგა, როდესაც სკოლა გაფართოვდა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ცალკე კამპუსი გაიხსნა.

სკოლის საგანმანათლებლო გარემოს საფუძვლად დღემდე რჩება ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებები, ურთიერთპატივისცემა და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა. დღეს სკოლას 20 გამოშვება ჰყავს და დაახლოებით 1200 მოსწავლეს აერთიანებს. დიდი ისტორიისა და მასშტაბის მიუხედავად, უცვლელია სკოლის ხედვა - მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი ფორმალური და არაფორმალური განათლება, რითაც ისინი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

საერთაშორისო განათლება და ახალი შესაძლებლობები

სკოლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკული სადიპლომო პროგრამა - American Diploma Program (ADP). ის მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს და დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო შესაძლებლობებს ავსებს სკოლაში AP გამოცდების ცენტრის ფუნქციონირებაც. Advanced Placement პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ ცალკეულ საგნებში საუნივერსიტეტო დონის მასალა შეისწავლონ და ცოდნა შესაბამისი გამოცდებით დაადასტურონ. ჩარიცხვის შემთხვევაში მოსწავლე ზოგავს მნიშვნელოვან ფინანსურს და დროის რესურსს.

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის 30-წლიანი ისტორია მუდმივი განვითარების, ცვლილებებთან ადაპტაციისა და საგანმანათლებლო ღირებულებების შენარჩუნების გზაა. დღეს სკოლა დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე აგრძელებს საქმიანობას, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის ისეთი განათლების შეთავაზება, რომელიც მათ პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სკოლა მოსწავლეებს ცხოვრებისთვისაც ამზადებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და უბრალოდ, ბედნიერ ადამიანებად ყოფნა.

(R)

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ