გიორგი სიორიძე - მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის

მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.

„ჩემმა კოლეგამ დააფიქსირა პოზიცია კონკრეტულად სარჩელის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ჩვენ მოგვემართებოდეს. ეს არჩილ გორდულაძემ დატოვა ისევ ღიად და თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე ავხსნით ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი გაატარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის. ეს გულისხმობს მთელ იმ დრამატურგიას, რომელიც ამ ხელოვნურ სარჩელში არის ჩადებული დაწყებული 2008 წლის ომით და შემდეგ გაგრძელებული იმით, რომ თურმე პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა და მომავალში ვერ გაითვალისწინეს ის მწარე გამოცდილება, რაც იყო 2008 წელს და მაინც აგრძელებენ რაღაც საქმიანობასო. ეს მიემართება ყველა იმ პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მომავალში ვინც კი ოდესმე გაბედავს რამე ისეთი თქვას, რაც ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" საგარეო კურსს და ეს ჩაითვლება აგრესიის პროვოკაციად, ამ საკითხთან არის ძალიან დიდ შემხებლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ლოგიკური. მაგრამ "ქართული ოცნების" დეპუტატების ასეთი მიდგომა, რომ ამას მერე გეტყვით, მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს“,- განაცხადა სიორიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ