ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იქნება დაშვებული

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იქნება დაშვებული.

„პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ლეგიტიმური მანიფესტაციები კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება და მათი დაშვება უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოხდება. ნებისმიერი სხვა პროტესტი, რომელიც პროფკავშირების მიერ არ იქნება ორგანიზებული, აიკრძალება, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ლიონში 24 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა საპროტესტო აქცია აიკრძალა.

ასევე, მაკრონის თქმით, გასულ შაბათს „ადგილი ჰქონდა ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების პოლიტიკურ და ამბოხისკენ მიმართულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც რესპუბლიკის დამხობაა“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ